მიზანი: არგუმენტირებული მსჯელობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარების ხელშეწყობა, ტექსტის ლიტერატურული ანალიზი,მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე დაკვირვება.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
XII.5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება.
- მსჯსეულობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში.
XII.8.მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება.
- განასხვავებს პოეტურ ხედვას ("როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი") გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში.
XII.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს,რა გავლენას ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე
- საუბრობს იმ მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე, რომელთა მეშვეობით ნაწარმოებში გამოიკვეთება ავტორის/ პერსონაჟის ნეიტრალური, არაორდინალური დასტერეოტიპური დამოკიდებულებები კონკრეტული პრობლემის მიმართ.
XII.13. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ანალიზის დაწერა.
- აანალიზებს ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს და მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ეს საშუალებები ნაწარმოების ძირითად შინაარსს. მსჯელობს,თუ რა დამოკიდებულება აქვს ავტორს კონკრეტული ისტორიული ეპოქის კულტურული ფასეულობების მიმართ.
A-ფაზა
აქტივობა-I-გონებრივი იერიში (4 წთ)
გამოწვევის ფაზაში გავარკვევ,როგორ შეასრულეს შინ მიცემული დავალება: მოეძებნათ ინტერნეტში ხალხური "შემომეყარა ყივჩაღის" მხატვრულად წაკითხული ვერსია და მოესმინათ,გაეხსენებინათ ყივჩაღთა საქართველოში ჩამოსახლების ისტორია და ამ სამეფო მონასპის დანიშნულება.
ვსვამ შემდეგ კითხვებს:
- ვინ იყვნენ ყივჩაღები?
- ვინ არის ლირიკული გმირი ხალხური ლექსისა და როგორი თვისებებით გამოირჩევა?
- როგორი ადამიანია ყივჩაღი ხალხური ლექსისა?
აქტივობა -II-ვიდეოჩანაწერის ჩვენება (3 წთ)
პროექტორის დახმარებით ვასმენინებ თვით ავტორის მიერ წაკითხულ ლექსს.
აქტივობა -III მინილექცია (5 წთ)
ვსაუბრობ ლექსის თემაზე, ვუკავშირებ ხალხურ ლექსს, ვამახვილებ მის მხატვრულ ღირებულებებზე.
აქტივობა --IVკითხვა-პასუხი (8 წთ)
- შევადაროთ ერთმანეთს,რითი განსხვავდება ხალხური ლექსის ყივჩაღი ლეონიძის ლირიკული გმირისაგან/
- როგორ იწყება ლექსი,რა კავშირი აქვს "ყურღანს" ლექსის შინაარსთან?
- რა სახე-სიმბოლოებით არის სავსე ნაწარმოები?
- რატომ ახსენებს პოეტი რუსთაველს,რა შესძინა ლექსს ამ ალუზიამ?
- რომელ მხატვრული ხერხების გამოყენებით ქმნის პოეტი მუსიკას,რიტმს,დინამიკას,რათა გულში დანთებული ცეცხლი შეგვაგრძნობინოს?
- როგორ მთავრდება ლექსი,რა არის მარადიული და დაუმდაბლებელი ამქვეყნად?
C-ფაზა
აქტივობა-V-ესე (10 წთ)
კლასი იყოფა სამ ჯგუფად, თითოეულს ეძლევა დავალება, დაწერონ ესე შემდეგ თემებზე:
- ყივჩაღი-ისტორიული მოვლენა
- ყივჩაღი-მხატვრული სახე-სიმბოლო ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაში
- ტექსტის მხატვრული ეფექტები და მათი დეფინიცია
აქტივობა--VI პრეზენტაცია (10 წთ)
თითოეული ჯგუფი წარადგენს თავის ესეს.
შეფასება-განმავითარებელი (კომენტარები), საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით. (5 წთ)
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
პრეზენტაცია
რესურსები: სახელმძღვანელო ,პროექტორი, ინტერნეტი.
No comments:
Post a Comment